პარლამენტში კობახიძის მოხსენებას ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას დღეს, 28 ივნისს, ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების უმრავლესობამ პარლამენტის სხდომებს მას შემდეგ აღარ ესწრება, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონი მიიღო მიმდინარე წლის 28 მაისს.
ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას პარლამენტში სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ წევრები ესწრებიან.
თუმცა ირაკლი ამტკიცებს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ სხდომაზე დასწრება და დებატებში შესვლა ვერ გაბედა“.
გარდა ოპოზიციის წევრებისა, ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის ჟურნალისტებიც, რომელთაც საქმიანობა პარლამენტის თავმჯდომარის, ს გადაწყვეტილებით ეზღუდებათ.
მისი გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის დღეს შენობაში მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტირებული ჟურნალისტები დაიშვებიან.
დღეს იხურება პარლამენტის საგაზაფხულო სესია. ამ ეტაპზე უცნობია, ხელისუფლება გეგმავს თუ არა რიგგარეშე სხდომების დანიშვნას.

ასევე დაგაინტერესებთ