პარლამენტში კობახიძის გამოსვლას აშშ-ის ელჩი და ევროპელი ელჩების ნაწილი არ დაესწრო

დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას ევროპელი და ამერიკელი ელჩები არ დაესწრნენ.
აღნიშნული დემარშად შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. მისი თქმით, ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის სკენ შეტრიალებაა.
„დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს ელჩების დემარშის გამო“, – მიმართა თეონა აქუბარდიამ ირაკლი ს.
აქუბარდიას პასუხად მ განაცხადა, რომ დემარშები დროებითია, როდესაც მათ მყარი საფუძველი არ აქვს.
„ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება დადებითად გაიხსენოს ვინმემ ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. ჩვენ ვიხილეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ეს დემარში არ გავითვალისწინეთ, რადგან ეს დემარში იყო უსაფუძვლო, არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
დემარშები დროებითია, როდესაც მათ არ აქვს მყარი საფუძველი. ამ შემთხვევაშიც შეიძლება იმავეზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმის გამო, რომ ნეტგაზეთს, სხვა ონლაინ მედიების მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დღეს პარლამენტში შესვლა აკრძალული აქვს, ჩვენ საშუალება არ გვქონდა, პირადად გვენახა, ვინ ესწრებოდა პრემიერის მოხსენებას. პარლამენტის გავრცელებულ კადრებში კი, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩანან, ამერიკის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები არ არიან.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ელჩი საქართველოში არ იმყოფება და პარლამენტში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო. პარლამენტში ასევე იმყოფებოდა ს საელჩოს წარმომადგენელიც. შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ პარლამენტში ელჩების არ მისვლა დემარში არ ყოფილა.
რაც შეეხება -ის საელჩოს, ნეტგაზეთს საელჩოში განუცხადეს, რომ ამერიკის ელჩი საქართველოში იმყოფება, თუმცა ის კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას არ დასწრებია.

ასევე დაგაინტერესებთ