პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა.
შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმაში” შემავალი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ისეთი წინადადებებისა და იდეების მოსმენას ელის, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ წესებთან იქნება თავსებადი.
„მზად ვართ, თავი მოვუყაროთ და გავიზიაროთ ისეთი იდეები, რაც თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან და იმ მიდგომებთან, რა მიდგომების იმპლემენტაციაც ჩვენ გვსურს. ჩვენი მიზანია რა, ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ევროპული წესები, რაც ასევე მორგებული უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციასთან. ჩვენ ამ მიდგომით ვიმუშავებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გარეტ უორდი – შეშფოთებული ვიყავით, როცა არასამთავრობოების შემზღუდველი კანონი მიიღეს, იმედგაცრუებული დავრჩით, როცა პარტნიორების შესახებ შეთქმულების თეორიები დაიწყო და შოკირებული ვიყავით, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დაანონსდა