პარლამენტში დღეს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდება

პარლამენტში დღეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები გაიმართება. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება – გათვალისწინებულია პენსიების მატება, იზრდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.
განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515 მლნ ლარი.
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7 მილიარდ ლარზე მეტი. სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 630 მლნ ლარზე მეტი; გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 240 მლნ.
2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას, დეკემბერში ახალი პარლამენტი დაამტკიცებს.

ასევე დაგაინტერესებთ