პარლამენტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან – გიორგი ამილახვარი მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს

საკანონმდებლო ორგანოში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან. გიორგი ამილახვარი მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს.
ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, კითხვები ძირითადად თავდაცვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, სკოლებში უფასო კვებასა და სასკოლო ტენდერებზე ექნებათ.
რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი სამინისტროს მუშაობას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ უწყების შედეგები, საზოგადეობის ინტერესებზეა ორიენტირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში. სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი