პარლამენტში ანრი ოხანაშვილს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილს უსმენენ. მოსმენა ნახევრად დახურულ ფორმატში გაიმართება.
ოხანაშვილი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს საჯარო სხდომაზე წარადგენს, კითხვა-პასუხის ნაწილში კი, პლენარული სხდომა დაიხურება.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომის დახურვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა “საიდუმლოების დაცვის საჭიროებით“ ახსნა. პარლამენტმა კომიტეტის წინადადება გაითვალისწინა.