პარლამენტმა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაუხანგრძლივა.
წულუკიანის თქმით, 450-გვერდიანი დასკვნის პროექტი მზად არის და მისი გადამუშავება აგვისტოს პირველ კვირაში დასრულდება.
დასკვნა კომისიის სხდომაზე 4 აგვისტოს წარედგინება, ხოლო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – სექტემბრის პირველ ნახევარში.
კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა ახლა უკვე 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.
