პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, ს მიერ “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე დადებული ვეტო დაძლია. 84 დეპუტატის მიერ მიცემული ხმების შემდეგ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს მიხედვით, მხოლოდ ერთ დღეს უნდა ყოფილიყო ძალაში და შემდეგ საბოლოოდ უნდა გაუქმებულიყო. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0 მომხრე, 66-წინააღმდეგი, ჩავარდა და “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ვეტო დაძლიეს.
ახლა ვეტოდაძლეული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მას კანონით დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მაშინ მას 5 დღის ვადაში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მოაწერს ხელს.
ამ წუთებში, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. პარლამენტის ყველა შესასვლელში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, მიმდებარე ქუჩებზე კრიმინალური პოლიციაცაა მობილიზებული.
საქართველოს პარლამენტში განხილვა დილიდან პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.