პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება 79 ხმით მიიღო.
ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მთავრობის წარდგინებით, 6 წლის ვადით აირჩია.
პარლამენტის სხდომაზე, ოხანაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევა, პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა.
“ბატონ ანრის, საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, იქამდე კი იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელ გამოწვევებით სავსე, ხანდახან კი შეშლილ სამყაროში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას, პირადად თქვენ და თქვენს თანამშრომლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო მათი საქმიანობისთვის. მ გამოწვევებით სავსე რეგიონში იმ კონფლიქტების შემყურე, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სწორედ თქვენი სამსახურის თანამშრომლების დამსახურება არის, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკი, რაც რეალური იყო, არ განხორციელდა არც გარე ჩარევით და არც შიდა არეულობით. დღეიდან კი უკვე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირი ამ საკითხებზე. გისურვებთ წარმატებას. თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ჩვენ ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ ამ დიდ პასუხისმგებლობას თავი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 2 აპრილს, მ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კი, მ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა