პარლამენტმა სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

დღეს, 16 ნოემბერს პარლამენტმა ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
პარლამენტის პლენარულ სხდომამდე საკითხი განიხილა და მას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმაც.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ს თქმით, სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადებით 27 ოქტომბერს მიმართა.
სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განიხილეს 5 სექტემბერსაც, თუმცა ამ დროს პარლამენტმა საკითხს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის მიზეზი სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა იყო.