პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რატი იონათამიშვილი აირჩია

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად 83 ხმით რატი იონათამიშვილი აირჩია.
იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი.
ეს ვაკანსია ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.