პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა:
· მიხეილ ჩიკვილაძე
· დონარა (დოდო) შონავა
· გიორგი იაკობაშვილი
· იზაბელა ოსიპოვა
· სოსო სტურუა
· გიორგი ლაზრიშვილი
· მარინა გიორგაძე
· ემზარ დიასამიძე
· ფირუზ ბოლქვაძე
· პაატა სურგულაძე
· თამარ წილოსანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი კანდიდატი უნდა შეირჩეს. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები წარედგინებიან სახალხო დამცველს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
წარდგენილ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა