პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა.
სახალხო დამცველის კვოტით აირჩიეს იზაბელა ოსიპოვა, აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით – სოსო სტურუა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით – გიორგი იაკობაშვილი.
იზაბელა ოსიპოვა აქამდეც იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მას მუშაობის გამოცდილება აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოსიპოვა მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, სადაც იყო ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი.
სოსო სტურუა აქამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. რაც შეეხება გიორგი იაკობაშვილს, ისიც, ოსიპოვას მსგავსად, აქამდეც იყო სამეურვეო საბჭოს წევრი. არის ონლაინ სააგენტო For.ge-ს რედაქტორი.
თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შევსების შესარჩევმა კომისიამ 11 კანდიდატურა წარადგინა. სწორედ ამ 11-დან შეარჩიეს საკუთარი კანდიდატები ომბუდსმენმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ.
ამავე თემაზე:
· საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კომისიაში 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელია