პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ქართულმა ოცნებამ კენჭისყრა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტის ფონზე ჩაატარა.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან 4 დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, , და გიორგი ბოტკოველი გააძევა.