პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ინიციატორი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. მისი განმარტებით, ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა.
