პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

XI პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრმა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა.
პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა და პარლამენტის სხდომა დასრულდა.
სესიამდე მინისტრობის კანდიდატებს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტებისა და ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა