პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და III მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადავა.
საკითხი პარლამენტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარუდგინა.
საკითხი მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა. მისი თქმით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტატუსი ნარჩუნდება და ცვლილებით არც მისი ბიუჯეტი მცირდება.




