პარლამენტმა კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა დასძლია პრეზიდენტის ვეტო გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ. ს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც დეპუტატებს მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარიდგინა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.
გიორგი მსხილაძე განმარტავდა, რომ ფორმალური თანასწორობის მიუხედავად, საზოგადოებაში არსებული სოციალური ნორმები ბარიერს უქმნის ქალებს პოლიტიკურ ასპარეზზე. გარდა ამისა, მან მოიყვანა არაერთო საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სახალხო დამცველის პოზიციები კვოტების გაუქმების საწინააღმდეგოდ.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა იყო. ეს რეკომენდაცია ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა. მსხილაძემ აღნიშნა, რომ კვოტების გაუქმება ამ მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
“ფორმალური თანასწორობის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, ქალი სასტარტო პირობების, განათლებისა მიღებისა და საკუთარი ცხოვრების განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდულია. საზოგადოება, რომელშიც მიღებულ სოციალური თუ მორალური ნორმები ქმნის ქალებისათვის არასწორ გარემოს, აისახება პოლიტიკური პარტიებისა და თავად პოლიტიკოსთა გადადგმულ ნაბიჯებში. იგი ხელს უშლის ქალების ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას, აბრკოლებს მათ ცნობადობას და მიუხედავად ფორმალურ-სამართლებრივი ბარიერების არარსებობისა, შედეგად მათთვის არათანასწორ რეალობას ქმნის”
მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს, დეპუტატებმა თავიდან უყარეს კენჭი “გირჩს” ინიციირებულ და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანონპროექტს. მას კანონპროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რითაც გენდერული კვოტირება საბოლოოდ გაუქმდა.
ამავე თემაზე:
· “გუნდის პოზიციას მხარს დავუჭერ” – “ოცნების” ქალი დეპუტატები კვოტირების გაუქმებაზე
· “ფულიანი კაცები ურჩევნიათ გამოცდილ ქალებს” – ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები კვოტირების გაუქმებაზე
· ამომრჩეველი ქალები ამ უსამართლობას არ შევეგუებით – “ქალთა მოძრაობა” კვოტების გაუქმებაზე
· “ოცნების” დეპუტატი ქალები ირწმუნებიან, რომ კვოტირებამ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა
· კვოტების გაუქმება აფერხებს ევროინტეგრაციას – 80-ზე მეტი NGO
· გენდერული კვოტების გაუქმებაზე დასკვნის მოსამზადებლად ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს მიმართა

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის