პარლამენტმა ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი სხდომაზე განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გაიტანა.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მათ მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა. ირაკლი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია