პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი სხდომაზე განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გაიტანა.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მათ მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა. ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.