პარლამენტმა ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 4 იყო.
დეპუტატებმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. შემდეგ ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლა მოისმინეს, რომელსაც პარლამენტარებმა კითხვები დაუსვეს. კითხვებზე პასუხის შემდეგ, სხდომაზე კენჭისყრა შედგა, რის შედეგადაც პარლამენტმა ვეტო დაძლია.
პარლამენტის სხდომის პარალელურად დილიდან მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. აქციის მთავარი ლოზუნგია – „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“.
პრეზიდენტმა ე.წ. რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. ს განცხადებით, აღნიშნული კანონი თავისი არსით და სულისკვეთებით არის რუსული და ის უნდა გაუქმდეს.
პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს კანონზე ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.