პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით – 81 ხმით მიიღო.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, კანონპროექტით იცვლება კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა. კერძოდ, 1მ3 ხრეშის, ქვიშის მოპოვებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება – 0,6 ლარით, ნაცვლად 0.2 ლარისა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანტონ ობოლაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი სამხარაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, კახა კახიშვილი, მაია ბითაძე, ედიშერ თოლორაია, ლევან ქარუმიძე და გოდერძი ჩანქსელიანი.