პარლამენტმა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილეს და დაამტკიცეს.
პროექტის თანახმად, 2024 წლიდან ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, გაჩვენებს თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ