პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

სესიის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ამნისტიის გაფართოებას ითხოვდნენ.
ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტის მხარდამჭერია გირჩი. თუმცა პარტიის თავმჯდომარემ, მ აღნიშნა, რომ მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხებათ, უნდა გაფართოვდეს.
მმართველი პარტიის ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ამნისტიას წინასაარჩევნოდ იყენებს. დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განხილვისას სხდომაზე თქვა, რომ ამნისტია “ზონდერებს” ეხებათ, მაგრამ არა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე დაზარალებულებს.
პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.