პარლამენტმა 78 ხმით, პირველი მოსმენით „ლატარიებისა და აზარტული თამაშების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი მიიღო.
როგორც პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, ცვლილების შედეგად კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასევე ჩაერთვება სამორინეს ორგანიზატორი, რითაც შესაძლებელი გახდება აღნიშნულ სისტემაში სხვა არსებულ ინფორმაციებთან ერთად დაგენერირდეს და გაკონტროლდეს სამორინეებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის განთავსებული ფსონების ჯამური თანხა, მოთამაშეებზე გაცემული თანხების რაოდენობა და სხვა, რაც შესაძლებელს გახდის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტურ კონტროლს.
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მიერ გამოგზავნილი კითხვარის ტექნიკური შესაბამისობის კუთხით შეფასებული რეკომენდაციის საფუძველზე.