პარლამენტი 29 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს მოუსმენს

29 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მივა.­
სოხაძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. მინისტრთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით 68 შეკითხვა გადაიგზავნა, რომელსაც სოხაძემ პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.
რევაზ სოხაძის ინტერპელაციის პროცედურით მოწვევა არის მინისტრის პირველი მოსმენა, რომელიც XI მოწვევის პარლამენტში გაიმართება.