„პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება, ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება“ — კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი აცხადებს, რომ პარლამენტს ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმაცია არ სჭირდება და 25 ნოემბერს შეიკრიბება.
ამის შესახებ კობახიძემ 17 ნოემბერს, მედიასთან განაცხადა.
„რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი ს ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. […] არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია. […] მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში“, — განაცხადა კობახიძემ.
პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა ფორმით უარი თქვეს პარლამენტის ლეგიტიმაციაზე. ამის პირობა დადეს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ძლიერი საქართველო“. ს მათი საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა ორმა ერთობამ: კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა.
ამავე თემაზე:
· რა მოხდება, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას