პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს

პარლამენტი 3 სექტემბრის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე შევიდა. საკითხი განსახილველად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცა, რომელიც სხდომას ხვალ, დილით – სესიის დაწყებამდე გამართავს.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან გადადგომის და შესაბამისად, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო.
ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში – 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა სექტემბერში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე – უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

მიხეილ ყაველაშვილი – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება – ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ