პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად

პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად
საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დავიჭირეთ პრემიერის ინიციატივას. რიგგარეშე სესიის ფორმატში გვექნება შესაბამისი კანონპროექტების განხილვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაზეც იყო საუბარი არის ნარკოდანაშაულები და მათ შორის საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების გავრცელება. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ შსს-ს ძალიან აქტიურ ქმედებებს და ამოღებული ნარკოტიკებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია ამ მხრივ ძალისხმევის გაძლიერება, შესაბამისად პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას რომ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად, მეორე მხრივ კი ამოივსოს ყველა შესაძლო საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც შესაძლოა ახალისებდა, ან სათანადოდ არ აღკვეთდა შესაძლებლობას, გამოყენებული ყოფილიყო ფსიქოტროპული ნივთიერებების თუ სხვა მხრივ ლეგალური შეძენის არხები. ამიტომ, ყველა ამ მიმართულებით კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული, რომელმაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
Previous: საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული