პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად

პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად
საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დავიჭირეთ პრემიერის ინიციატივას. რიგგარეშე სესიის ფორმატში გვექნება შესაბამისი კანონპროექტების განხილვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაზეც იყო საუბარი არის ნარკოდანაშაულები და მათ შორის საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების გავრცელება. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ -ს ძალიან აქტიურ ქმედებებს და ამოღებული ნარკოტიკებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია ამ მხრივ ძალისხმევის გაძლიერება, შესაბამისად პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას რომ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად, მეორე მხრივ კი ამოივსოს ყველა შესაძლო საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც შესაძლოა ახალისებდა, ან სათანადოდ არ აღკვეთდა შესაძლებლობას, გამოყენებული ყოფილიყო ფსიქოტროპული ნივთიერებების თუ სხვა მხრივ ლეგალური შეძენის არხები. ამიტომ, ყველა ამ მიმართულებით კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული, რომელმაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
Previous: საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი