პარლამენტი შალვა პაპუაშვილის წლიურ მოხსენებას ისმენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის.
პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები და ასევე, სასულიერო პირები.
როგორც პაპუაშვილმა მოხსენებით გამოსვლის დაწყებისას განაცხადა, ის დღეს არა მხოლოდ გასული წლის ანგარიშს, არამედ მთლიანად X მოწვევის (წინა მოწვევის) პარლამენტის ანგარიშს წარადგენს და აქცენტს იმ პოლიტიკურ ქარტეხილებზე გააკეთებს, რასთან გამკლავებაც მოუხდათ.
პარლამენტის შენობაში ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს.
პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებებზე მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები დაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იობი – დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით