“პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე… ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას…” | ზურაბიშვილი

“საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე… ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას…”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი “ქართული ოცნების” წევრის, ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ქალი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას სიტყვიერ შეურაცხყოფას.

განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა.კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, უსმენენ დაპირისპირება იყო. “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავას “ნაბიჭვარი” უწოდა. ბოკუჩავა მოითხოვდა, რომ დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.
ასევე ნახეთ:
· “ოცნების” დეპუტატმა მგალობლიშვილმა ენმ-ის დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, წითლიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა სცადა

ასევე დაგაინტერესებთ