პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს 4 აპრილის სხდომაზე აირჩევს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს 4 აპრილის სხდომაზე აირჩევს. მიმდინარე სასესიო კვირას მხოლოდ ორი პლენარული სხდომა იყო დაანონსებული – პარლამენტს სესიის ფორმატში 1-ელ და 2 აპრილს უნდა ემუშავა, თუმცა დღეს, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე, ახალი საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გახდა ცნობილი.
გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე ირაკლი მ იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების” დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს