პარლამენტი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით – 5 ივლისამდე გაუგრძელებს

პარლამენტი “2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას” უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით – 5 ივლისამდე გაუგრძელებს.
ამასთან, კომისიის თავმჯდომარე სესიაზე შუალედურ ანგარიშს წარადგენს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.
დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივნისს ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია