პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს.
დოკუმენტს პარლამენტის ტრიბუნიდან ომბუდსმენი ლევან იოსელიანი წარადგენს.
ყოველწლიური ანგარიში შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: – კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა; სიცოცხლის უფლება; წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენცია; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; საარჩევნო უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; თანასწორობის უფლება; რწმენისა და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება; საკუთრების უფლება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება; გარემოს დაცვის უფლება; შრომის უფლება; ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; ბავშვთა და ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა; ეროვნული უმცირესობების დაცვა; სამოქალაქო ინტეგრაცია და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება