პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს ისმენს. შუალედურ ანგარიშს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი წარადგენს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 13 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით, საგამოძიებო კომისიამ 17 სხდომა გამართა, რომელთაგან მხოლოდ ერთი სხდომის ერთი ნაწილი გამოცხადდა დახურულად, მოწვეული პირის (გრიგოლ ვაშაძე) მოთხოვნის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ იქნა 55 პირი, მათ შორის 37 დაზარალებული.
საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის – კერძოდ, სხდომაზე გამოცხადების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, კომისიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა. ინფორმაცია საგამოძიებო უწყებაში გაიგზავნა შემდეგ პირებთან დაკავშირებით: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიორგი (გივი) თარგამაძე.
შუალედური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, საგამოძიებო კომისიის სახელზე შესულია 397 განცხადება, რომელთაგან კომისიის ადმინისტრაციული პერსონალის მიერ დამუშავებულია 307 განცხადება. 307 განცხადებიდან 99 ეხება ქონებრივი უფლებების დარღვევას, 92 – წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, 11 – 2008 წლის აგვისტოს ომს, ხოლო 105 წერილი კი, სხვადასხვა შინაარსისაა.
საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შედგენილ იქნა დოკუმენტთა რეესტრი და კვლავ გრძელდება აუდიო და ვიდეომასალის არქივის შედგენა, რომელთა ანალიზის საფუძველზეც დაწყებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის შედგენა.
ანგარიშის მიხედვით, მოცემული ეტაპისათვის, დამუშავებულია 100-მდე მოცულობითი დოკუმენტი, მათ შორის:
– საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (2003-2012 წლები);
– ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშები;
– ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშები;
– საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები;
– საქართველოს სასამართლოების განაჩენები:
– ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
– 2008 წლის „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა
XI მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისია “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა. კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა“. თავდაპირველად კომისიას 2003-2012 წლამდე მომხდარი ფაქტები უნდა შეესწავლა, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა და კომისიას მანდატი დღევანდელ დღემდე გაუფართოვა.
