პარლამენტი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის თანხის გაცემა აეკრძალებათ.
ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
