„პარლამენტი მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე“ — პრეზიდენტი

„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე“, — ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მმართველი გუნდის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას შეურაცხყოფა მიაყენა, ანი წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.
„სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ — მორიგი უმსგავსობა“, — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის თქმით, ის კიდევ ერთხელ გმობს და ყოველთვის დაგმობს ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას.
„ეს არის ქართული კულტურისთვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი“, — დასძენს სალომე ზურაბიშვილი.
ამ თემაზე:
“ოცნების” დეპუტატის მორიგი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე – რა მოხდა პარლამენტში

ასევე დაგაინტერესებთ

თამთა მიქელაძე: კამერას, რომელიც ღონისძიებას იღებდა ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის და მისი ოჯახის, ზოგჯერ პაპუაშვილის სახის გარდა არ ყავდა გმირი. კამერას აღარც კი უცდია, კოლორიტების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩვენება