პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს 27 ივნისს უყრის

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.
კენჭისყრის გადადების ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ მიმართა, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ კენჭისყრის გადადებით ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ სად დგანან, რადგან მმართველი უმრავლესობის აზრით, ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ.
ამასთან, ს განცხადებით, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე და ამომრჩეველმა უნდა დაინახოს ვის მხარეს დგანან ისინი.
„ჩვენ ხვალ ორი კენჭისყრა გვექნება. არ დავტოვებთ ისე, რომ ოპოზიცია გაექცეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე. ბოლოს და ბოლოს და ბოლოს დაინახოს მათმა ამომრჩეველმა ვის მხარეს დგანან, საქართველოს მხარეს თუ იმ ჯგუფების, რომლის იმედიც აქვთ და მათი ზურგით უნდათ, რომ მოხვდნენ ხელისუფლებაში.
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თუ მათ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს და არცერთ სხვა ხალხს თუ ქვეყნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.
უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.
საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ