დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტი იმასაც წერს, რომ თბილისში ნაძვის ხე პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“.
„ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოა, როგორადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს გადაქცევას ცდილობს, პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. ისინი წითელ ბარათს უჩვენებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და სკანდირებენ: “მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!”