პარლამენტი დღეს სუს-ის უფროსს აირჩევს

პარლამენტი 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, მ იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
2 აპრილს ირაკლი მ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება – ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“