პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებულო კოლონა შეუერთდა

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებულო კოლონა შეუერთდა.
პარლამენტისკენ მიმავალმა სტუდენტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
ისინი სკანდირებენ:”საქართველო”, „სად მივდივართ? – ევროპაში”.
პროტესტი მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე, წარმოდგენილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
რუსთაველის გამზირზე სტუდენტების მისვლას, ადგილზე მყოფი მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ