პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისმის საპროტესტო შეძახილები – “ცეცხლი ოლიგარქიას”, “დაუმორჩილებლობა ოლიგარქიულ და პოლიციურ რეჟიმს”.
მანამდე კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მარცვლობით გაემართნენ პარლამენტისკენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს უკეთიათ “ბალაკლავები” და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბები. მათი განმარტებით, ამგვარად ისინი პროტესტს გამოხატავენ “ოლიგარქიული რეჟიმისა” და იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საჯარო სივრცეში ნიღბის ტარებას კრძალავს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, თბილისსა და რეგიონებში, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველოს რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა – მაქვს ინფორმაცია, რომ მოდის ახალი სანქციების პაკეტი, რაც მძიმედ დაარტყამს ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და “ქართული ოცნების” ვერტიკალს

ლევან გოგიჩაიშვილი – სუს-მა და შსს-მ უნდა გასცენ პასუხი, რატომ არ გააგრძელეს ჩორჩანაში პროცესი, ოკუპანტებმა ისარგებლეს და აითვისეს ბუფერული ზონა – უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გიორგი გახარიას გომელაური? ამას დრო გვაჩვენებს