პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
უწყვეტი აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.