პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც თავდაპირველად საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართეს აქცია და შემდეგ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
მოქალაქეები პარლამენტთან უკვე 3 თვეზე მეტია პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი უცვლელი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
