პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გახსნეს.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაკეტილი იყო. თავდაპირველად სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა მომიტინგეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა მაინც გადაკეტეს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე პროტესტი უკვე 330 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.