პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან – მობილიზებულია პოლიცია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, რაშიც საპატრულო პოლიციისგან წინააღმდეგობა შეხვდათ.
სამართალდამცველებმა პარლამენტთან კორდონი გააკეთეს და დემონსტრანტებს საშუალებას არ აძლევენ, პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტონ.
უწყვეტი პროტესტის 41-ე დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – ჩატარდეს ახალი და გაათავისუფლონ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ