პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, გზაზე სხედან. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აპირებენ, რომ ღამე დღესაც გაათენონ.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მიუთითა, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას ისინი არ დათანხმდნენ, რის შემდეგ გზაზე დასხდნენ.
რაც შეეხება პარლამენტის როგორც უკანა, ასევე ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების მხრიდან შესასვლელებს, იქ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან. აღნიშნული ტერიტორიიდან გაყვანილია პოლიციაც.

ასევე დაგაინტერესებთ