ამ წუთებში „თავისუფლების მოედნის” მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. პარალელურად ხალხი შეკრებილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე მე-11 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე ტერიტორია თავისუფალია და საპოლიციო კორდონი არ დგას.
