პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან წამოსული მარშები საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
“საქართველო ადექი, აჯანყდი”; “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესაც უცვლელია – გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი .